
საქართველოს პრემერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „france 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებეზე საუბრობს.
პრემიერის განცხადებით, არავინ იცის რუსეთის მიერ ოლიმპიადის უსაფრთხოების მიზნით აფხაზეთის სიღრმეში 11 კილომეტრით ე.წ. საზღვრის გადმოწევა დროებითია და მუდმივი:
„უკრაინა სულ სხვა ისტორიაა, ასევე სომხეთიც. ამრიგად, საქართველოზე რუსეთს არ აქვს ბევრი ბერკეტი, რათა მოახდინოს ზეწოლა, საქართველოს გადაწყვეტილებაზე ევროინტეგრაციის საკითხში. მე ასევე მსურს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ რუსეთისადმი დამოკიდებულება შევიცვალეთ, ჩვენ ძალიან კონსტრუქციული გავხდით.
დიპლომატიურ მხარეს რაც შეეხება, ჩვენ გავწყვიტეთ კავშირი და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღარ გვაქვს, თუმცა, მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ძალისხმევისა, რუსეთის მხრიდან მაინც იგრძნობა ბევრი პროვოკაციული გამოვლინება. მე ვთქვი პროვოკაცია, ანუ მინდა ვთქვა რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ გააგრძელეს მავთულხლართების გაბმა, ეს ჩვენი ტერიტორიებია მათ ეს გააკეთეს 45 კილომეტრზე, ეს გააკეთეს 2013 წელს. აფხაზეთში ორი კვირის წინ 11 კილომეტრით გადმოწიეს საზღვარი, თუმცა მათ თქვეს, რომ ეს დროებითია მაგრამ არავინ იცის ეს დროებითია თუ მუდმივი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.