
გვიან ღამით გლდანში, თიანეთის გზატკეცილზე მოძრაობა იყო გადაკეტილი. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.
სამართალდამცავთა განცხადებით, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქმე მუხროვანის ამბოხის თემას ეხება, სამართალდამცავები კი იმ ადგილას, რომელიც კობა ოთანაძემ მიუთითა ვაზნებს ეძებდნენ.