თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა. უამინდობის შედეგად, კიევიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი, ერევანში დაეშვა.
ასევე, ვერ შესრულდა ფრენა ბერლინის მიმართულებითაც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მეორე შემთხვევა ფიქსირდება, როცა ნისლის გამო თბილისის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება.