
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ყოველთვიური ანაზღაურება 30 პროცენტით შეუმცირეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, ზვიად სიჭინავა ავრცელებს:
„არავის ეგონოს, ჩვენ ხელფასი იმიტომ შევამცირეთ, რომ სახელმწიფოს ნაცვლად ჩვენ ვიხდით მის ხელფასს. მართლა გასაჭირია და ამან განაპირობა. 25 იანვრამდე იყო ლაპარაკი ქეცბაიას ხელფასზე. მისთვის ხელფასის გადახდა არაფრის ხარჯზე არ გვიწევს.
ჩვენ, როგორც ნორმალური ორგანიზაცია ვგეგმავთ ჩვენ სახელფასო ფონდს წლის ბოლოსთვის. სულ იყო ლაპარაკი მის ხელფასზე და მოვითხოვეთ, რომ ამის გადაწყვეტის საშუალება შიგნით მოგვცემოდა. შესაბამისად, ქეცბაიასთან ჩვენ ვილაპარაკეთ და გაგადაწყდა, რომ ხელფასი 30%-ით შეუმცირდება. ასევე, მისთვის ხელფასის გადახდა სამ ეტაპად მოხდება 2014 წელს, რადგან ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყოველთვიურად ვუხადოთ ხელფასი. ჩვენ ამ წლის ბოლო ხელფასის ბოლო ნაწილს 2014 წლის დეკემბერში ჩავურიცხავთ", - აღნიშნა სიჭინავამ.