
მომღერალმა სტას ბარეცკიმ, რომელიც ჯგუფ "ლენინგრადში" გამოდიოდა, სანკტ-პეტერბურგის მობილური ტექნიკის მაღაზიაში "აიფონი" და "სამსუნგის" პლანშეტი დაამსხვრია, რითაც, მისი თქმით, რუსული წარმოების პროდუქციის ყიდვა წაახალისა.
"მივედი მაღაზიაში და რუსული წარმოების ტელეფონი ვიკითხე. არ ჰქონდათ. არადა, რუსეთიც აწარმოებს ტელეფონებს. მერე ვთხოვე, აიფონი მოეცათ და გამყიდველმა მეოთხე აიფონი მომცა, ის დავამსხვრიე. მეექვსე რომ მოეცა, მეექვსეს დავამსხვრევდი. მაჩვენეს "სამსუნგის" პლანშეტი, ისიც დავამსხვრიე. რატომ არ ყიდიან რუსულ პროდუქციას?
მე ჯერ კიდევ სანქციების შემოღებამდე წარმოებული ფინური ძველი "ნოკია" მაქვს, ამიტომაც, სინდისის ქენჯნას არ განვიცდი. ფინელები, საერთოდაც, ჩვენი ძმები არიან... არ გეგონოთ, რომ დავამსხვრიე და მორჩა - ზარალი ავანაზღაურე... ბევრი მსაყვედურობს, "ბმვ"-თი რატომ დადიხარო - მართალიცაა. დავწვავ მალე იმ "ბმვ"-ს და "ჯიგულზე" გადავჯდები. აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით", - განაცხადა მომღერალმა.