
ვესტერ ფლენეგანი - WDBJ-TV-ს ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ორი კოლეგა მოკლა და მომხდარი თავად გადაიღო, გარდაიცვალა. მან თვითმკვლელობა სცადა და მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვვალა.
ვირჯინიაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ შტატის ხელისუფლებამ ყველა სკოლა დროებით დახურა - ტერორისტის თავდასხმის შიშით. თუმცა, ყოფილ ჟურნალისტს სხვა ადამიანებზე თავდასხმა არც უფიქრია: მან გადაღებული ვიდეო "ფეისბუქზე" ატვირთა, სადაც კარგად ჩანს, როგორ უმიზნებს იარაღს ის ჯერ 24 წლის ჟურნალისტ ალისონ პარკერსა და 27 წლის ადამ უარდს. სროლის დროს ასევე დაიჭრა იმ კომპლექსის თანამშრომელი, საიდანაც პირდაპირ ეთერში ინტერვიუ გადაიცემოდა.
WDBJ-TV-ს კოლექტივი მოკლულ ჟურნალისტებს თბილად დაემშვიდობა. ტელევიზიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ალისონიც და ადამიც გამორჩეული ადამიანები იყვნენ და ყოველ დილით მათი მოსვლა ოფისში ყველას სიხარულს გვრიდა.
ბრაის უილიამსი - ამ ფსევდონიმით მუშაობდა აღნიშნულ არხზე ფლენეგანი წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში - ის 2013 წლის ზაფხულში სამსახურიდან დაითხოვეს და, როგორც ოლქის შერიფმა განაცხადა, "როგორც ჩანს, მის ცხოვრებაში ბევრი რამ აირია". მკვლელობის ჩადენის შემდეგ ფლენეგანი თავისი "მუსტანგით" ქალაქიდან გავიდა, მოგვიანებით მას პოლიცია აედევნა, რის შემდეგაც ფლენეგანმა მანქანა გადააყენა და ტყვია დაიხალა, თუმცა, ადგილზე არ გარდაცვლილა.