
თბილისში საშიში ორმოებია: "იმედის" საინფორმაციო გამოშვების ეთერში გავიდა "აიფონ+"-ის მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორც ჩავარდა რამდენიმე მოქალაქე სხვადასხვა დროს ტროტუართან გათხრილ ორმოში.
მაღაზიაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეატყობინეს დედაქალაქის მერიას, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა.