
წყალდიდობა, რომელიც სოჭს დაატყდა თავს 25 ივნისს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს: მეტეოროლოგებმა შტორმული საფრთხის რეჟიმი, რომელიც ქალაქში გამოცხადდა, პარასკევამდე გააგრძელეს.
ამასთან, მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ავდარი სოჭში ივლისის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია ასევე მეწყრული მოვლენები.
ამ დროისთვის სოჭში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი, აეროპორტმა მუშაობა განაახლა, ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია.