ქართველი სასულიერო პირი: რუსეთი და ყველა მისი მომხრე ადამიანობის, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონია

Image

ქართველი სასულიერო პირი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია „ფეისბუქზე“ სააღდგომო მარხვის დაწყებასთან და მიტევების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

 

ქართველი სასულიერო პირის განცხადებით, მიტევების დღის მიუუხედავად, არ ნანობს, რომ რუსეთის მიმართ საშინელი გულისწყრომა აქვს:

 

„დიახ! დღეს შენდობის დღეა, მართლმორწმუნე მრევლი თუ სამღვდელოება, გულწრფელადაც და ფარისევლურადაც პატიებას ითხოვს, გააზრებულად, ხშირად გაუაზრებლად ჩადენილი შეცდომების გამო.

 

მარხვა სულის სამკურნალოდ დაგვიდგინა საეკლესიო გამოცდილებამ, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც თვისებები არ, ან იშვიათად იკურნება. მაგალითად- რუსული აგრესია, ცინიზმი, ფაშიზმი, ვანდალიზმი, კანიბალიზმი, იმპერიალიზმი, სიძულვილი, გაუმაძღრობა, ავანტიურიზმი ის უკურნებელი კეთრია, რომელიც ნახევარ პლანეტას სიკვდილით ემუქრება.

 

დღეს შენდობის დღეა და არ ვნანობ იმას, რომ რუსეთის მიმართ საშინელი გულისწყრომა მაქვს. არ ვნანობ იმასაც, თუ პუტინის ლუციფერული მისწრაფებები მძულს.

 

არც იმ ბრმების განკითხვას ვინანებ, ვინც ცარისტულ კოლონიურ პოლიტიკაში ერთმორწმუნე რუსეთის მეგობრობას ხედავს. არ ვნანობ იმას, თუ რუსეთის პატრიარქის სარწმუნოებრივი ხედვა ხშირად ეჭვქვეშ დავაყენე...

 

არ ვნანობ იმას, რომ რუსეთი და ყველა მისი მომხრე სარწმუნოების, ეროვნების, ადამიანების, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონია.

 

არასდროს ვინანებ იმას, თუ ჩრდილოეთით უღრან ტყეს ვინატრებდი. არ ვნანობ, რადგან ახლა ყველაზე გულწრფელი ვარ. დიახ, შენდობის დღეა და ამ ყველაფრის გამო არ ვითხოვ შენდობას!“,– წერს მამა პეტრე კავარცხელია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !