-
2015-06-22 15:49
„აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს ვიდეო, სადაც მამა ალექსანდრე (ბოლქვაძე) ქადაგებისას, „ვეფხისტყაოსანს“ აღიქვამს, როგორც წინასწარმეტყველებას და ამ კონტექსტში ნაწარმოებიდან ციტატას 13 ივნისის სტიქიასთან მიმართებაში განიხილავს.
ალექსანდრე ბოლქვაძე, რომელიც საბურთალოს ერთერთი ეკლესიის სასულიერო პირია, ქადაგების დროს ამბობს, რომ „თბილისში რაც მოხდა“, ცოდვების ბრალი იყო და "ვეფხისტყაოსნის" ციტატას კითხულობს:
„რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია“.
ამ ციტატის შემდეგ სასულიერო პირი სხვა ციტატაზე გადადის, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ „ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მეფე ეყოლება“ და ამატებს: „პატრიარქი ამას ძალიან ხშირად ამბობს“.