
წყნეთის ქუჩაზე გადაღებული ეს ფოტო "ფეისბუქზე" განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მანქანა უკვე უსაფრთხო ადგილასაა გადატანილი. გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მოახერხეს მაშველებმა მანქანის გატანა ფარეხიდან. ამ ოპერაციის დროს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებული იყო.
როგორც ირკვევა, ამ მანქანის გადარჩენა იმ ოჯახის წევრებისთვის, ვისაც ის ეკუთვნოდა, სიმბოლური იყო. მომხდარს ემოციურად აღწერს გიორგი ისაკაძე:
"მოკლედ, სტიქიის დროს ვაკეში წყნეთის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. დაინგრა რამდენიმე გარაჟი. ერთერთი თითქმის ჰაერში მოექცა. მანქანას ორი ბორბალი გარეთ ქონდა. სამაშველომ მანქანის გამოყვანაზე თავიდან უარი თქვა, ვერ მივუდგებითო და ელოდებოდნენ თავისით როდის დაინგრეოდა და მანქანაც ჩავარდებოდა. ეხლა ქვემოთ სამუშაოები დაიწყო და სხვა გზა აღარ ქონდათ, გადაწყვიტეს დაეშალათ ეს გარაჟი, რო მერე არ დანგრეულიყო და ვინმე არ მოყოლილიყო ქვეშ.
მანქანის პატრონი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და მის ოჯახს - ცოლს და შვილებს ეს მანქანა დარჩათ. არავინ დადიოდა მაგრამ არც ყიდიდნენ და მანქანის გადარჩენა საკმაოდ ემოციური იყო. რეალურად სულ ორი მაშველი მუშაობდა. პირველი, ვინც ამწეს მართავდა და მეორე ვინც სხვა ყველაფერს აკეთებდა..."
ოპერაციის დ6ასრულების შემდეგ ო6ჯახის წევრებმა მაშველებს მადლობა გადაუხადეს.