-
2015-06-19 04:18
The Guardian აქვეყნებს რჩევებს იმ თბილისელებისთვის, ვინც, შესაძლოა, გაქცეულ ვეფხვს გადაეყაროს. შეგახსენებთ, რჩევები რამდენიმე ქართველმა სპეციალისტმა, მათ შორის, თევზაობისა და ნადირობის ფედერაციის ხელმძღვანელმაც არ დაიშურა.
რაც შეეხება "გარდიანის" რჩევებს, ისინი ასეთია:
- არ გაიქცეთ. ვეფხვს, ისევე როგორც ყველა კატას გამოკიდება უყვარს. ბადჰავგარის ეროვნულ პარკში ვეფხვებმა მაღალ ბალახში დააფრთხეს სპილო, რომელმაც მომთვინიერებელი ზურგიდან გადმოაგდო და გაიქცა. მომთვინიერებელმა, რომელიც სამი ვეფხვის წინაშე პირისპირ მარტო აღმოჩნდა, ინსტინქტებს სძლია და უკან ნელი ნაბიჯებით სვლა დაიწყო. ასე მიდიოდა ორი საათი, თუმცა გადარჩა.
- არ მიუახლოვდეთ ვეფხვს. ვეფხვებს, განსაკუთრებით კი დატყვევებულებს, უცხო გარემოსი ეშინიათ და მათთნ მიახლოებისას სავარაუდოდ, ძალიან აღელდებიან. მისგან თავი შორს დაიჭირეთ.
- ადით მაღალ ადგილზე. ისინი კარგად ვერ დაცოცავენ, ამიტომ, როგორც წესი, ხეზე არ ამოგყვებიან.
- გაიმართეთ. ვეფხვები ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ მოხრილ ადამიანს, ტახსა ან ირემს.
- ნუ განაწყობთ ვეფხვს მტრულად. თუკი ვეფხვი მიხვდება , რომ მას თავს ესხმით, თავდაცვას გადაწყვეტს და ცოტა ადამიანს თუ შეუძლია თავის დაღწევა მისი თავდასხმის შემთხვევაში.
- ნუ მოშარდავთ ვეფხვის ტერიტორიაზე. ვეფხვები თავიანთ ტერიტორიებს ნიშნავენ და თუ თქვენც ასე მოიქცევით, ვეფხვი თქვენ საფრთხედ მიგიჩნევთ.
- თავი შორს დაიჭირეთ დაჭრილი ან მოხუცი ვეფხვისგან. მათგან თავდასხმის ალბათობა მეტია და ადამიანებთანაც უფრო ხშირად შემოდიან კონტაქტში, რადგანაც იოლ მსხვერპლს ეძებენ, ხშირშემთხვევაში - პირუტყვს. "
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-09-18 10:04
-
2016-05-18 22:27
-
2016-04-18 01:30
-
2016-02-08 13:30