
„ჩემი ყველაზე დიდი სიქველე ის იყო, რომ ჩემი ხასიათის სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღე და პოლიტიკაში მოვედი“,
– ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „შეხვედრები მწერალთა სახლში“ განაცხადა:
„ისიც სიმბოლური იყო, რომ მოქალაქეობა ჩამომართვეს – ეს სიცოცხლის ჩამორთმევის ტოლფასი იყო, არაფერს ვაჭარბებ, ვინც იცის, რა მეთოდებით მოქმედებდა წინა ხელისუფლება, დამეთანხმება. ჩემს შემთხვევაშიც არ დაიხევდნენ უკან, მით უმეტეს, იყო ადრე მსგავსი შემთხვევები.
კარგად ვერ გააცნობიერეს ჩვენ კი კარგად დავიწყეთ, ნებიერად შევყევით და სედეგიც მივიღეთ. ჩემი კოზირი ის იყო, რომ მე კარგად ვიცნობდი ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და ყველაფერი ამაზე დაფუძნებით გავთვალე, მათ კი ისე ჰქონდათ მიგდებული ხალხი, რომ ვერ აცნობიერებდნენ“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ლიდერმა.