-
2014-02-08 22:16
საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ მის მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“პრესკონფერენციაზე სამ ჟურნალისტს მცდარი კითხვები ჰქონდა, განწყობა იყო ისეთი, რომ შენ შეგვპირდი, არაფერი არ გააკეთე და წახვედიო. 60 საწარმო ასად გადააქციეს და რატომ არ არის გახსნილი 100 საწარმოო. რაც ემჩნეოდა ჟურნალისტებს ის არის, რომ მე არ მაქვს უფლება მათ გავუსწორო, ეს სნობურია ჩემი აზრით. თუ კითხვაში არაკორექტულობა იგრძნობა და შევუსწორე, მაშინ ისინი დაჩაგრულებივით გამოდიან“, - განაცხადა ივანიშვილმა.