-
2014-02-08 13:18
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში ლუსტრაციის ჩატარებაა საჭირო, რათა „ხორბალი გაირჩეს ღვარძლისგან“.
ამის შესახებ ილია ვაშაკიძემ „პრესა.ჯი“–სთან საუბარში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ტვ „ტაბულას“ გადაცემაში „საუბრები რელიგიაზე“ მონაწილეობის გამო მამა ილია საპატრიარქოში ახსნა–განმარტებისთვის დაიბარეს.
„უნდა გაირკვევეს ვინ არის „კაგებეშნიკი“, მე ყველაზე, რა თქმა უნდა არ მაქვს საუბარი, მაგრამ ხორბალი აუცილებლად უნდა გაირჩეს ღვარძლისგან. უნდა გაიცრას ფქვილი, რომ საჭმელად ვარგისი იყოს ადამიანისთვის.
თუმცა, მე პროცენტულობაზე ახლა თქენ ვერ გესაუბრებით, ამას გავიგებთ ლუსტრაციის შემდეგ. მათ შესახებ მექნება სრული ინფორმაცია ლუსტრაციის შემდეგ. გაივსო საპატრიარქო მკითხავებით, ჰომოსექსუალებით და აგენტებით“, – ამბობს მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე.