
საქართველოს პრეზიდენტი (2004–2013) მიხეილ სააკაშვილი კიევისა და სრულიად რუს–უკრაინის პატრიარქ ფილარეტს შეხვდა და 85 წლის იუბილე მიულოცა.
პატრიარქმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაზე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს.
ამასთან, პატრიარქმა ფილარეტმა მიხეილ სააკაშვილის მის მიერ დაწერილი წიგნი გადასცა საჩუქრად.