-
2014-02-08 02:40
"რუსთავი–2"–ის იუმორისტულ პროგრამაში The ვანო'ს Show, წამყვანმა მონოლოგი ბიძინა ივანიშვილის ბრიფინგის "მიმოხილვით" დაიწყო.
"... ნაციონალები გაბრაზდნენ, ეს არადემოკრატიულიაო. თქვენი გამკვირვებია, ამაზე მეტი რა გინდათ, ხალხო: მოქალაქე მთავრობას მართავს";
"ივანიშვილმა თქვა, რომ დაგპირდით, ისინი კი არა, რასაც არ დაგპირებივართ, ისიც კი შევასრულეთო. ამაში ნამდვილად ვეთანხმები: ინფლაციას და ბიუჯეტის დეფიციტს ნამდვილად არ დაგვპირებია..."
"ზომიერი ინფლაცია არათუ ვნებს, აჯანსაღებს კიდეც ეკონომიკურ მდგომარეობას" – ივანიშვილის ამ ფრაზაზე წამყვანმა რამდენიმე ფრაზა ააგო, რომელიც ასე დაასრულა: "მოკლედ, ქვეყანას დედა აქვს ნატირები, მაგრამ ზომიერად".