
ის, რომ სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნისას საქართველოს დელეგაციის გამოსვლას თან ახლდა საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთისა და შიდა ქართლის ადგილი თეთრი ღრუბლით იყო დაფარული, მაი ფანჯიკიძეს პროვოკაციად არ მიაჩნია.
„არ ვიცი, სხვა დროშები როგორ იყო და ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. ასე რომ თუ მაჩვენებთ იმას, როგორ იყო სხვა ქვეყნების...
ერთი რამ ვიცი, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა იყო ისე, როგორიც არის საქართველოს რუკა - ინგლისური და ქართული წარწერებით. და ამაზე კომენტარიც ვნახე ჟურნალისტების, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროვოკაციად“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.