
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3221 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3221 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3303 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5859 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6248 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0389 ლარი შეადგინა.