ანდრო ბარნოვი: „გეორგიევსკის ლენტი“ არ არის ვიღაცის ქონება, ის ჩვენი შეურაცხყოფაა

Image

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი „ფეისბუქის“ მეშვეობით მიმართავს ქართველ პოლიციელებს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ქართველ პატრიოტებს, რომლებიც რუს ბაიკერებს „გეორგიევსკის ლენტების“ ჩამოხსნისკენ მოუწოდებენ.

 

„პოლიციელებო, ძვირფასებო, გთხოვთ, წაიკითხეთ ეს მიმართვა და დაფიქრდით. გეხებათ მხოლოდ იმათ, ვისაც ეს სიტყვები გეუცხოებათ...

 

დღეს ვნახე კადრები, როგორ უშლიან ხელს და აკავებენ პოლიციელები ახალგაზრდებს, რომ ე.წ. გეორგიევსკი ლენტები და რუსეთის დროშები მოხსნან "ბაიკერების" მოტოციკლეტებიდან.

 

მოვისმინე პოლიციელთა არგუმენტები, რომ ეს თურმე სხვისი ქონების დაზიანება ყოფილა. ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო და, მინდა, შემდეგზე დაფიქრდეთ:

 

საზოგადოებაში მრავალი ისეთი ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგება ოკუპანტის სიმბოლიკით პარპაშს. რუსეთის ელჩის მანქანას რომ ერჩოდნენ (ასეთი არ არსებობს), მაშინ გასაგები იქნებოდა თქვენი რეაქცია, მაგრამ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან დაცინვას და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც სწორედ ამ მიზნით შემოვიდნენ ქვეყანაში. გეორგიევსკის ლენტი არ არის უბრალოდ "ქონება". ის არის სიმბოლო, რომლითაც ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებენ და რასაც თქვენ თქვენი ქმედებებით მხარს უჭერთ.

 

ამ "ქონების" პატრონებს მშვიდად შეუძლიათ, ეს ლენტი ჯიბეში შეინახონ. მაგრამ ცალსახად კარგია, როდესაც საზოგადოება ამ სიმბოლოს საჯაროდ ფრიალს ეწინააღმდეგება და ამით ერთიანობისა და ღირსების დემონსტრირებას ახდენს.

 

თქვენ ამ ტენდენციას მხარი უნდა დაუჭიროთ, ხელი კი არ უნდა შეუშალოთ. ერთად დადექით და ვერც სამსახურიდან დაგითხოვთ ვინმე და არც საზოგადოების ზიზღსა და უნდობლობას დაიმსახურებთ.

 

ტვინი და გული გაანძრიეთ, ბრმად ნუ ემორჩილებით უღირებულებო მონების დირექტივებს. თქვენ ბევრნი ხართ, თქვენ განსაკუთრებული ფასი და წონა გაქვთ, დაიფასეთ დავი და დაგაფასებთ საზოგადოება. ნუ ეჩვენებით თქვენს შვილებს სამარცხვინო როლში. გაზარდეთ ღირსეულ მოქალაქეებად, ნუ გაზრდით მორჩილ ფარად.

 

პოლიცია ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია,რომელიც საზოგადოების სახეს აყალიბებს. გაუფრთხილდით საკუთარ პროფესიას და საკუთარ იმიჯს. ასე მთელ ქვეყანას გაუფრთხილდებით. საზოგადოების პატივისცემის გარეშე პოლიციელი ვერ იქნება თავის სიმაღლეზე. ყური მიუგდეთ საზოგადოებას და იცოდეთ, რომ თქვენთვის არავის წაურთმევია თავისუფლად ფიქრისა და აზრის გამოხატვის უფლება! პირიქით, თქვენ გამორჩეული ღირსება გაქვთ და გაუფრთხილდით მას.

 

დიდი მადლობა ყველა პოლიციელს, რომელიც სრული შეგნებითა და მართლაც ღირსეულად უძღვება საკუთარ პროფესიულ პასუხისმგებლობას!“, - წერს ანდრო ბარნოვი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !