ჩივიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

Image

ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. 

 

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა განაცახადა, ეს მოთხოვნა ბრალდების დადგენილებაში ცდომილების საფუძველზე გაჩნდა. მისივე თქმით, ის საქმის განხილვისას ასევე დააყენებს შუამდგომლობებს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით.

 

ბრალდების მხარემ გუშინდელ პროცესზე წარმოადგინა დადგენილება, რომელზეც სასამართლომ მოითხოვა განმარტება, თუ რომელი წლის მოქმედი რედაქციით იყო ის წარდგენილი. 


,,ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ეს იყო 2005 წლის მოქმედი რედაქციით, მაშინ, როდესაც იმ რედაქციაში საერთოდ არ არსებობს ის პუნქტი, რაც წერია აღნიშნულ დადგენილებაში და რაც ბრალად აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს. ამან გამოიწვია განმარტებების გაკეთება, რაზეც მქონდა ჩემი პოზიცია.

 

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც ადამიანს ედავებიან 2005 წელს რაღაც კონკრეტულ ფაქტზე, რაც თავიდანვე უსაფუძვლოდ მიმაჩნდა. ამაში ასევე იკითხება ის, რომ მაშინ საერთოდ არ არსებობდა ის პუნქტი, რომელიც მითითებულია ბრალდების დადგენილებაში. საქმე გვაქვს წარმოუდგენელ ფაქტთან, როდესაც არ არსებობდა კანონით განსაზღვრული პუნქტი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ეს ბრალად აქვს წარდგენილი", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. 

 

მისი თქმით, დაცვის მხარეს ექნება მთელი რიგი შუამდგომლობები, მათ შორის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ და საქმის შეწყვეტის შესახებ. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 აპრილს განახლდება. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !