ტვ "აფხაზეთის ხმა" ტელეჟურნალისტიკის პრაქტიკულ და თეორიულ კურსს გთავაზობთ

Image

სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის ჩართულობითა და ორგანიზებით, ტვ "აფხაზეთის ხმა" 15-დან 35 წლამდე ასაკის პირებს ტელეჟურნალისტიკის პრაქტიკულ და თეორიულ, ოთხთვიან კურსს სთავაზობს. 

 

გახდი ტვ.ჟურნალისტი, მოამზადე ახალი ამბები, წაიყვანე საინფორმაციო გადაცემა და ისწავლე თოქ–შუების პროდუსინგი. აქ, თქვენ ჩართული იქნებით იმ პროცესში, რასაც სხვაგან მხოლოდ შორიდან ადევნებთ თვალს.

 

ვისთვის არის კურსი:

 

კურსი განკუთვნილია 15–დან 35 წლამდე ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც აინტერესებს ჟურნალისტიკა ან სურს ახალი პროფესიის შეძენა. როგორც სტაჟირება, ასევე ლექციები ჩატარდება ტელეკომპანიაში.

 

როგორ და რას ვისწავლი?

 

კურსის თეორიული ნაწილი 

თქვენ ისწავლით:

რა არის ნიუსი?

რა შეიძლება ჩაითვალოს ნიუსად?

რა არის პრიორიტეტული ნიუსი?

როგორ მოვიპოვო და განვავრცო სიუჟეტის თემა?

 

ისწავლით, როგორ იწერება სიუჟეტის ტექსტი, რა განსხვავებაა სტატიისა და სიუჟეტის ტექსტის წერას შორის, თქვენ გაიგებთ როგორ უნდა იმუშაოთ გადაღების დროს, რა არის Stand up და როდისაა საჭირო ის?

 

ასევე, პრაქტიკაში გაითავისებთ ჟურნალისტისა და ოპერატორის კომუნიკაციის ზოგად პრინციპებს გადაღების დროს.
ისწავლით, როგორ კეთდება თოქ–შუები და კონკურსები.

 

კურსის გავლის შემდეგ გეცოდინებათ, თუ რა უნდა გვქონდეს მზად, სანამ სამონტაჟო მაგიდას მიუჯდებით.

 

გეცოდინებათ, რა ეთიკური კრიტერიუმები არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ. ისწავლით, თუ სად გადის ზღვარი „საკუთარ სიუჟეტში“ მოსაზრების გამოთქმას, ანალიზსა და მიკერძოებულობას შორის?

 

იკამათებთ და ისწავლით, მართალია თუ არა, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ უნდა აღწეროს მოვლენები და არამც და არამც არ უნდა გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ ფაქტისადმი?

 

სტაჟირება

 

სტაჟირების დროს შეარჩევ ახალი ამბის თემებს; 

მოამზადებ სიუჟეტებს;

ივლი გასვლით გადაღებებზე;

იმუშავებ ოპერატორთან და მემონტაჟესთან ერთად;

ჩართული იქნები გადაცემების და თოქ–შუების მომზადების პროცესში;

წაიყვან საინფორმაციო გადაცემას;

შენს მიერ შექმნილი სიუჟეტი, შენივე ავტორობით, გავა „აფხაზეთის ხმის“ ეთერში და გამოქვეყნდება ტელეკომპანიის საიტზეც.

 

ლექტორი

 

ლექციებს წაიკითხავს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლაშა ბერულავა, რომელიც ჟურნალისტიკაშია 1994 წლიდან. იგი 1998 წლიდან მსოფლიოში ცნობილი სააგენტო REUTERS-ის სტრინგერია.

1994-95 წლებში სიცოცლის რისკის ფასად გადაღებული აქვს კადრები, რომელიც გაგზავნილი იყო ჟენევაში, როგორც გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების გენოციდის დამადასტურებელი მასალა.

ლაშა ბერულავა მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიებში და რადიო „თავისუფლებაში“.

2000 წელს, როგორც რეგიონის საუკეთესო ჟურნალისტი, NDI-ს რეკომენდაციით მიწვეული იყო აშშ–ში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამით.

 

საფასური

 

ტვ.ჟურნალისტიკის სწავლის და სტაჟირების პროგრამა გრძელდება 4 თვე. კურსის საფასურია თვეში – 150 ლარი, ლექციები ჩატარდება ტელეკომპანიაში „ აფხაზეთის ხმა“.

 

რეგისტრაცია

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადი  ან დაგვიკავშირდით 598 10 94 77. მიღება ხდება გასაუბრებით. 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე.

 

თეორიული სწავლების განრიგი

 

I ჯგუფი – ოთხშაბათს 11 სთ. და შაბათს 4-6 სთ–მდე. სწავლა იწყება 19 ოქტომბერს

II ჯგუფი – ხუთშაბათს 3 სთ. და კვირას 4-6 სთ–მდე. სწავლა იწყება 20 ოქტომბერს.

(თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ სტაჟირების დრო მოარგოთ თქვენს გრაფიკს).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

 

მის. აკაკი ხორავას ქ. # 10 , სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი, მობ. 598 10 94 77.

 

ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმა“ პირველი ციფრული ტელევიზიაა საქართველოში. გადის მაგთისატზე და სილქტვ–ზეც,  მაუწყებლობს Full HD ხარისხით. არის რამდენიმე საერთაშორისო ტელევიზიის პარტნიორი, მათ შორის Eurosport-ის.

 

მედია ჰლდინგში „აფხაზეთის ხმა “ შედის რადიოები: „აფხაზეთის ხმა“, „დარდიმანდი“, ტვ.დარდიმანდი, რადიო „შანსონი“, „აფხაზეთის ხმის" ვებგვერდი - ანალიტიკური პორტალი და ტვ "აფხაზეთის ხმა". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !