
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელშია.
მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე
დასასწრებად გაემგზავრა, სადაც "აისაფის" სხდომაში
მიიღებს მონაწილეობას.ფანჯიკიძე ორმხრივ შეხვედრებს
გამართავს. მათ შორის შეხვდება ამერიკის შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის. შეხვედრაზე
საუბარი შეეხება ამერიკისა და საქართველოს
ურთიერთობებს და ქარტიის ფარგლებში მუშაობის
კონკრეტულ საკითხებს.