
იუმორისტი, საქართველოს ნაკრების ქომაგთა ლიდერი ნიკა ქავთარაძე „ფეისბუქში“ მისი სამეზობლოს ცხოვრების ერთ ეპიზოდს ჰყვება. ნიკა ქავთარაძემ სტატუსი „ფეისბუქზე“ გვიან ღამით დაწერა:
„ღამის 3:33- ზე ზედა მეზობლიდან ჯერაც ისმის ახალგაზრდა გოგოს სიმღერა. უწყვეტად რეპეტიციობს, რამდენიმე საათია. ძირითადად უცხოურ ჰიტებს მღერის.
არ ვბრაზობ, უბრალოდ ვუსმენ და ვხვდები, რომ ასეთი ნიჭის პატრონს მარტო ღამე რეპეტიცია ვერ უშველის - დღეც უნდა მიაშველოს...“, - წერს ნიკა ქავთარაძე.