
საზოგადოება "2030" კონფერენციების გამართვას იწყებს, სადაც ეკონომიკასთან მიმართებაში ხელისუფლების საქმიანობაზე იმსჯელებენ.
როგორც ყოფილმა პრემიერმა გადაცემა ,,კვირის 2030" განაცხადა, ყველას ექნება საშუალება, შენიშვნები გამოთქვან, ხელისუფლების მუშაობასთან მიმართებში.
,,უახლოეს ორ კვირაში პოლიტიკურ თემაზე გაკეთდება პირველი კონფერენცია. ყველაფრის საყრდენი არის პოლიტიკა და ყველაზე რთული შესაფასებელი მთავრობის მოღვაწეობის სწორედ დღეს არის თუ რამდენად სწორად უწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას. თვეში ერთხელ ჩატარდება კონფერენცია და ყველას შეუძლია მოვიდეს, ვისაც ხელეწიფება, რამდენად კარგად იცის ეკონომიკა, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობა" რომ მოიყვანო, ვერც ერთ კონფერენციას ვერ ჩავატარებთ. მაგრამ, შეუძლიათ მოვიდნენ მათი მხარდამჭერი ექსპერტები", - აღნიშნა ივანიშვილმა.