მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლე შეყვარებულია

Image

მსახიობ გიორგი მახარაძის ახალი რჩეული 25 წლის მსახიობი, მარიამ ნადირაძე თავისუფალ თეატრში თანამშრომლობს, მიწვევით თამაშობს მარჯანიშვილის თეატრში და მონაწილეობს სერიალებში.

 

ამჟამად მარიამ ნადირაძე და გიორგი ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით დაოჯახებას  არ აპირებენ.

 

„4 თებერვალს გახდა 2 წელი, რაც მე და გიორგიმ ერთმანეთს "სხვანაირი" თვალით შევხედეთ.

 

8 წელია, მას ვიცნობ. ჯგუფელები ვიყავით და ამავე დროს, ახლო მეგობრებიც. ახლა, როცა გავიზარდეთ, შეხედულებები შეგვეცვალა, ჩვენც შევიცვალეთ და ასე ვთქვათ, ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.

 

გიორგის ბევრი კარგი თვისება აქვს და რაც მთავარია, ძალიან კეთილი, თბილია. მისი იმედი მაქვს ყოველთვის და ყველაფერში, ის ჩემთვის დიდი ძალაა...

 

სტუდენტობის დროს, სადიპლომო სპექტაკლში პარტნიოტები ვიყავით; მერე თავისუფალ თეატრში ვითამაშეთ ერთად და დღემდე ვმონაწილეობთ წარმოდგენაში - "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ"... ვცდილობთ, ბედნიერებით დავტკბეთ და დაოჯახებას არ ვჩქარობთ.

 

გიორგი ძალიან მანებივრებს. ძალიან კარგად გამოსდის ხორციანი კერძების მომზადება. მეც ვცდილობ, ვასიამოვნო.

 

გიორგისა და მარიამ როინიშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი არანაირი მესამე პირი არ ყოფილა.

 

ჩვენი სიყვარულის ამბავი მათი დაშორებიდან კარგა ხნის შემდეგ დაიწყო... გიორგი ერთგული ადამიანია და არასდროს არავის ღალატობს; მეც, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასდროს ავაგებ,“ - აცხადებს მარიამ ნადირაძე.

 

„გზა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !