„თქვენ მხოლოდ თანამდებობებზე ხდებით „პატარა ნაპოლეონები!“ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება...“

Image

შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა გოგი თათუხაშვილმა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა.

 

აღნიშნულ წერილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს.

 

„გოგი თათუხაშვილი:

 

დიახ, ზუსტად შენ - ირაკლი ღარიბაშვილო, და შენნაირი მუწუკები, ოცი წლის მანძილზე ანგრევთ ქართულ ჯარს.

 

თქვენ ხომ ერთი დღეც კი არ გიმსახურიათ ჯარში, არ მოგიხდიათ სავალდებულო სამხედო სამსახური, არ გიბრძოლიათ სამშობლოსათვის. თქვენ მხოლოდ თანამდებობებზე დანიშვნისას ხდებით "პატარა ნაპოლეონები''! მაშინ გახსენდებათ სამშობლო, აფხაზეთი, სამაჩაბლო. როდესაც გიჭირთ და არჩევნების წინ გახსენდებათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, დაღუპული გმირები და მათი ოჯახის წევრები.

 

მესამე წელია ხელისუფლებაში ხართ და ერთხელაც არ მიგილოციათ სპეცრაზმელებისათვის სამსახურის დაარსების დღე. ამ დროის მანძილზე დაკითხვებზე დაატარებთ, იჭერთ, ანადგურებთ, ხოცავთ საქართველოს ჯარისკაცებს. ეწევით მათ დისკრედიტაციას.

 

რუსეთის დავალებით ცდილობთ მოუსპოთ ქართველ პატრიოტებს ჯარში მსახურის, სამშობლოს დაცვის სურვილი! თქვენ თითქმის შეასრულეთ რუსეთის მიერ დასახული ამოცანა. კარგად იცით განწყობა ძალოვან სტრუქტურებში, ბევრს აღარ უნდა მსახური. გილოცავთ, ბატონებო, თქვენ ეს თითქმის მოახერხეთ!

 

ეხლა გაგახსენდათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები? უკვე გაკანკალებთ მოსალოდნელ აღსასრულზე? როდესაც მოახლოვდა 21 მარტი და გჭირდებათ სპეცრაზმების კეთილგანწყობა. ჯილდოებითა და პრემიებით ვერ მოქრთამავ მათ!

 

არც გაგხსენებიათ, იმიტომ რომ არ გჭირდებათ, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები. 15 მარტი არტილერიისათვის არ მიგილოციათ! არც 16 მარტი შეიარაღებული ძალებისათვის!

 

მოიგონეთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაბადების დღე 17 მარტია. ამას ვინ ჭამს, დაგცინიან ჯარისკაცები. ყველას კარგად ახსოვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შექმნის თარიღი 2005 წლის იანვარია.

 

წლის დასაწყისში, როდესაც რეალურად ათი წლისთავი იყო, არ გეცალათ, სპეცრაზმელების დაჭერებით იყავით დაკავებული. ცნობისათვის, 2004 წლის ბოლოს დაშალეს შინაგანი ჯარები და მის ბაზაზე 2005 წლის იანვრის დასაწყისიდან დაარსდა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური.

 

თქვენი პარპაშის დასასრული ცოტა მოგვიანებით იქნება. ამიტომ კიდევ ცოტა ხანი მოგიწევთ ყასიდად ეფეროთ სპეცრაზმელებს. ძალიან კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება. გაჩერებულები არიან ხელფასებისა და კრედიტების ბორკილებით.

 

ისიც კარგად იცით, რომ ქართველი ხალხის მზაობის დროს, მე აღმოვჩნდები მათ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სპეცრაზმები და ჯარი იდგეს ხალხის გვერდით. როგორც ეს მოხდა 2003 წელს თბილისში და 2004 წელს აჭარაში !

ეს საერთოდ!

 

რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობას :

 

- შენ ის ღარიბაშვილი არა ხარ, შარშან ჩამოხვედი თუ არა ამერიკიდან, ჩემი შვილი მალევე რომ მოინახულე გატაცების ადგილას?

 

- შენ არ გაეცი ბრძანება, ნებისმიერი ფორმით მოეპოვებინათ თქვენთვის სასურველი აღიარება?

 

- პირადად შენ არ გაეცი განკარგულება, შალვას და მისი ოჯახის წევრების განადგურებაზე?

 

ამ და სხვა დანაშაულებზე პასუხის გაცემა მოგიწევს შენს ბიძიკოსთან ერთად !", - წერს თათუხაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !