მეკარის სახელის სკანდირებას "მი-შა! მი-შა!" სტადიონიდან გამგებლის წასვლა და პოლიციის მობილიზება მოჰყვა

Image

ლანჩხუთის სტადიონზე მომხდარი კურიოზული შემთხვევის სესახებ "გურიის მოამბე" წერს: მაყურებელი, რომელიც ადგილობრივი "გურიის" მეკარის სახელს "მიშა" სკანდირებდა, რაიონის გამგებელს მესამე პრეზიდენტის მომხრეები ეგონა და სტადიონი დატოვა.

 

"გურიის მოამბე" წერს, რომ შეცდომაში არამარტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციაც შევიდა, რომელმაც მობილიზაცია დაიწყო, რათა თავიდან აეცილებინათ მოსალოდნელი გართულებები. სინამდვილეში კი, გამოცემის ცნობით, ტაში, ოვაცია და შეძახილები: "მი-შა! მი-შა!" ლანჩხუთის "გურიის" მეკარეს მიშა გოგუაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც არაერთი "მკვდარი" ბურთი მოიგერია და აიღო. 

 

გამოცემა წერს, რომ ლანჩხუთის "გურიის" მწვრთნელმა, ყოველი შემთხვევისთვის მეკარე მაინც შეცვალა, რათა გაუგებრობა აღეკვეთა, მაგრამ მეკარე გასახდელისკენ უფრო ომახიანი შეძახილით "მი-შა! მი-შა!" გააცილეს.

 

"გურია" გათამაშების ერთერთ ლიდერს, გორის "დილას" მასპინძლობდა. "დილა" უტევდა, ის სამი ქულის წასაღებად იყო ჩასული, თუმცა, "გურიის" მეკარემ გუნდს ქულა მოუპოვა, რის გამოც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთში დღეს მატჩის სანახავად 2 ათასამდე მაყურებელი მივიდა. 

 

შენიშვნა: ფოტო გადაღებულია ლანჩხუთის სტადიონზე, 2012 წელს და მასალაში აღწერილ ამბავს უკავშირდება მხოლოდ თემატურად

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !