
აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში "ლიბერთი ბანკის" ფილიალის მორიგი ძარცვა მოხდა. ბანკის ფილიალი სოფლის გამგეობის შენობაში მდებარეობს.
"კურიერის" ცნობით, მძარცველებმა შენობის მეორე სართულზე ააღწიეს, იქედან კი ბანკის ფილიალში ჩავიდნენ და 850 ლარი წაიღეს. ბანკის თანამშრომლებმა შაბათს მომხდარი ქურდობის შესახებ მხოლოდ დღეს გაიგეს.
არც სოფელ სუჯუნის გამგეობის შენობას, შესაბამისად, არც ბანკის ფილიალს არ იცავს დაცვის პოლიცია, ასე რომ, ქურდობის ფაქტი შეუმჩნეველი დარჩა.