ქართველი ქალი, რომელსაც 5 მამაკაცის ცემისთვის 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Image

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდის.

 

4 შვილის დედა ირწმუნება, რომ გისოსებს მიღმა 5 ინდოელი მამაკაცის ცემის გამო აღმოჩნდა.

 

2010 წელს იგი თბილისში დააკავეს. თეას ადამიანის გატაცებაში, ფულის გამოძალვასა და ხულიგნობაში ედებოდა ბრალი.

 

თავად ბრალდებული საქმის კვალიფიკაციას  არ ეთანხმება და ამბობს, რომ ინდოელი მამაკაცებისგან თავს იცავდა.

 

 „5 ინდოელი მამაკაცი მაგრად ვცემე და ამიტომ დამაკავეს. მაშინ სასამართლომ 28 წელი მომისაჯა.

 

 

ამნისტიის წყალობით, ეს წლები ჩამომაკლდა, საბოლოოდ, 13 წელი უნდა მოვიხადო. მართალია, ჩემს ბრალში აღნიშნულია, თითქოს გავიტაცე ინდოელები ფულის გამოძალვის მიზნით და ჩავიდინე ხულიგნობაც, მაგრამ ამ ბრალს არ ვეთანხმები.

 

4 500 დოლარი ჩემს მეგობარ გოგონას ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები. უცხოეთში გასასვლელ ვიზებზე მუშაობდნენ, ფული წაიღეს და უკან აღარ უბრუნებდნენ. მეგობარმა შემომჩივლა, - შენი ფული მათ მივეცი და გადამაგდეს, ფულს აღარ მიბრუნებენო.

 

მოვთხოვე, თანხა დაებრუნებინათ. თავიდან უარს ამბობდნენ, მაგრამ მერე მითხრეს, რომ 10 დღეში მომცემდნენ. იმ დღეს ვარკეთილში ამ ფულის წამოსაღებად მივედი. სახლში 5 ინდოელი დამხვდა. ძალიან უხეშად მომმართეს, აგრესიულად იქცეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იგინებოდნენ. ფაქტობრივად, იმ დროს მათგან თავს ვიცავდი. ხუთივე ბიჭს მაგრად ვცემე. რა მექნა, თავი ხომ უნდა დამეცვა?

 

 ერთადერთი, რაშიც ვარ დამნაშავე, ისაა, რომ როცა მათ ვცემდი, არ უნდა დამვიწყებოდა, რომ 4 შვილი მყავდა. ჩემი უფროსი შვილი ახლა 20 წლის არის, შემდეგი - 12, 8 და 7 წლის. მათ დედაჩემი ზრდის და ჩემი მეუღლე ეხმარება. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დედაჩემს გული ვატკინე. დედაჩემის შვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, რადგან მართლა კარგი დედა მყავს.

 

პირველი 3 წელი ოჯახის წევრებს მხოლოდ შუშის მეორე მხრიდან ვხედავდი. ეს პერიოდი მართლა ჯოჯოხეთი იყო. წარმოიდგინეთ, მინიდან ვზომავდი ჩემს შვილებს და ვაკვირდებოდი, როგორ გაიზარდნენ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარ შვილს ეხუტები. მაშინ წამიერად გავიწყდება, რომ ციხეში ხარ. ძალიან ცუდია, ჩემი შვილები უდედოდ რომ იზრდებიან.

 

ეს საშინელი ტკივილია შვილებისთვისაც და ჩემთვისაც. ჩემი შვილები სამწუხაროდ, ისე გაიზარდნენ, რომ მე არ ვიცი, მათ რა უყვართ, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, დანარჩენი ალბათ მოგვარდება.

 

არ ვიყავი ისეთი დედა, რომ შვილებს არ ეპატიებინათ ჩემთვის. სამარცხვინო მუხლით არ ვზივარ აქ და ეს ცოტათი შვებას მგვრის. ჩემმა ბავშვებმა იციან, რომ ჰყავთ სპორტსმენი დედა, მომიხდა ჩხუბი და მოვხვდი აქ,“ - ამბობს თეა სირაძე.

 

„გზა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !