
წმინდანად შერაცხული მამა გაბრიელის ნეშტი ერთი წლის წინ სამების საკათედრო ტაძარში, შემდეგ კი სამთავროს დედათა მონასტრის ტაძარში დააბრძანეს.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლება ნებისმიერ მსურველსა და მომლოცველს დღესაც შეუძლია, ვინაიდან ნეშტი ისევ ტაძარშია დაბრძანებული.
პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, იმის გამო, რომ არ წყდებოდა ხალხის ნაკადი, მომლოცველთა რაოდენობა, რაღაც დროით გადაწყდა, რომ ყოფილიყო ისე, როგორც იყო ტაძარში დაბრძანებული და ახლაც ასეა.
„ახლა გადაჭრით ვერ გეტყვით, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც მოხდება მისი ნაწილების სამარხში ჩაბრძანება, თუ დროებითი ღონისძიებაა. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ასეა.
მოკლედ, როგორც სხვა ქვეყნებშია, ისევეა ჩვენთანაც, - ყველას შეუძლია მივიდეს და მოილოცოს წმინდა ნაწილები,“ - აღნიშნა მან.
ambebi.ge