ჯუნა დავითაშვილმა, რომელსაც რუსული მედია მოიხსენიებს, როგორც „რუსი ჯუნა“, განაცხადა, რომ იცის, ვინ და რატომ მოკლა ბორის ნემცოვი, თუმცა, მას ვერ დაასახელებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.
„ჯერ არ მოსულა დრო, ნემცოვის მკვლელობის დეტალები გავამხილო“, - დაამატა ჯუნამ. რუსული მედია წერს, რომ აქამდე ჯუნას ყველა წინასწარმეტყველება ახდა.
ამასთან, ჯუნა დავითაშვილი მიანიშნებს, რომ მისთვის ცნობილია იმ პირის ვინაობაც, ვინც ოპოზიციურ ფლანგზე ნემცოვს ჩაანაცვლებს. როგორც ექსტრასენსისა და ნათელმხილველის სიტყვებიდან ჩანს, „პარნასში“ ნემცოვს ნავალნი არ ჩაანაცვლებს.