
გავრცელებული ინფორმაციით, მეგაშოუ „იქს ფაქტორის“ ახალი სეზონზე ჟიურიში ცვლილებები იგეგება.
კერძოდ, პროექტში აღარ იქნება სტეფანე მღებრიშვილი, ხოლო თამთა გოდუაძეს ჩაანაცვლებს სოფო ნიჟარაძე, რომელიც ამერიკიდან საქართველოში პროექტის გამო დაბრუნდა.
პროექტის პროდიუსერები ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი თქმით, მაყურებელს ძალიან უყვარს თამთა გოდუაძე, ამიტომ არ არის გამორიცხული ჟიურიში ორივე ქალბატონი ვიხილოთ.
ინკოგნიტოა ჟიურის მეოთხე წევრიც, რომელსაც საზოგადოება მისთვის უჩვეულო ამპლუაში იხილავს.
„9 მარტს იწყება ჩაწერები, ძალიან ბევრი სიახლე იქნება, პრომოებით, ანონსებით და ჩვენი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან შეიტყობს მაყურებელი ამ სიახლეების შესახებ.
ყველაფერს გაიგებთ უახლოეს დღეებში“, - ამბობს პროექტის პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია.
ambebi.ge