-
2015-03-03 16:33
თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობას ტოვებს და ახალადშექმნილი სამსახურის "მეწარმეთა ხელშეწყობის ცენტრის"ხელმძღვანელ თანამდებობაზე ინიშნება.
განცხადება ოფიციალურად მისი გადაყვანის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა თუმცა თავად მარგიშვილი აცხადებს, რომ ის ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.
ამ გადაწყვეტილებას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია გამოეხმაურა, ის ამბობს, რომ ალექსანდრე მარგიშვილი გააპარეს.
,,ეს ნარმანიას მხრიდან უსუსრი მცდელობაა. მარგიშვილი გააპარაეს თანამდებობიდან და იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობაში მისცენ ახალი სამსახური შეუქმნეს. მინდა მას ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და შეუძლებელია მარგიშვილი გაექცეს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისირია,"- განაცხადა ნიკა მელიამ .