
მამაკაცი, რომელიც ბათუმში ქუჩაში იპოვეს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.როგორც ცნობილია, მას გულმკერდის არეში ღრმა ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
პირველადი ვერსიით , შესაძლოა ის დანით ან რაიმე ბასრი საგნით დაეჭრათ.მამაკაცის უგონო მდგომარეობაში პოვნის შემდეგ, მისი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსია გაჩნდა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისას დადგინდა, რომ ის მოკლეს.
როგორც იქ მცხოვრებლი ეჭვობენ, სავარაუდოდ, მამაკაცის დაყაჩაღება სცადეს. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
შემთხვევა დღეს ბათუმის ცენტრში, ხიმშიაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში დღის საათებში მოხდა. შს სამინისტრო სინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.