
რუსმა სამართალდამცავებმა სანკტ-პეტერბურგში ე.წ. კანონიერი ქურდი „პაწა“, იგივე შოთა იმნაიშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.
51 წლის კრიმინალური ავტორიტეტის ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა 1,82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი იპოვეს.
„პაწა“ ჰეროინისა და მეტადონის მოხმარებისთვის ორჯერ უკვე არის ნასამართლევი.
16 წლის ასაკში კი ძარცვისთვის საქართველოში 10 წელი მოიხადა.