დღეს პარლამენტს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე უნდა ემსჯელა, თუმცა რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა, რადგან ქვორუმი არ შედგა.
ოპოზიიციის მოთხოვნით რეგისტრაცია დეპუტატებმა სამჯერ გაიარეს, თუმცა ქვორუმის შეკრება ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა, რადგან უმრავლესობამ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
პირველი რეგისტრაცია უმრავლესობიდან სამმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, დავით ლირთქიფანიძემ და დიმიტრი ხუნდაძემ გაიარეს. შემდეგ რეგისტრაციებზე აღარც ისინი გამოჩენილან.
სხდომის საბოლოო ჩაშლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ უმცირესობას მოუწოდა, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე უმცირესობის სხდომაზე ემსჯელათ.