
ბათუმში, ქალმა 8 თვის ჩვილი ნაქირავებ ბინაში მიატოვა, თავად კი 26 თებერვალს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გამოიძახეს.
შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 თვის გოგონა ამ დროისთვის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.