საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დასაწყისში ტელეკომპანია BBC-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტ კრის მორისს საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, როგორც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერისგან, აინტერესებდა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ვილნიუსის სამიტის შემდგეგ, საქართველოს ხედვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმები და ურთიერთობები რუსეთთან.
ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-ს ეთერში დღეს გადაიცემა.