ვისი კადრია და რისთვის მოხსნეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

Image

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გაათავისუფლა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კობერიძე „წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამარ ფხოველიშვილის კორუფციულ სქემასთან კავშირშია, რომელმაც უკანონოდ 2 227 887 ლარი მიითვისა.

 

იგივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ კობერიძეც დააკავონ. იგი 2012 წელს, სწორედ მაშინ მუშაობდა კომპანიის დირექტორის მოადგილედ, როცა ფხოველიშვილმა კორუფციული სქემა ამუშავა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კობერიძე  ფხოველიშვილსა და მის მეუღლეს შესყიდვებზე კონტრაქტს პირდაპირ უფორმებდა და სახელმწიფო თანხების მითვისებაში ეხმარებოდა.

 

„კობერიძე მინისტრის, დავით შავლიაშვილის კადრი იყო...

 

როგორც წყარო ამბობს, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახლა დიდი პანიკაა.

 

აუდიტის დასკვნაში ამ სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარი ფიგურირებს და ამ საქმეებს პროკურატურა იძიებს. სავარაუდოდ, სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანს დაიბარებს პროკურატურა, მანამდე კი, ალბათ, წმენდა იქნება და არაერთ მაღალი თანამდებობის პირს დაატოვებინებენ პოსტს.

 

გადაჰყვება თუ არა ამ ყველაფერს მინისტრი დავით შავლიაშვილი? წყაროს ინფორმაციით, შავლიაშვილი კორუფციულ ტენდერებში გარეული არ არის, ვინ რა დოზით იყო გარეული, ეს ყველაფერი დეტალურად იცის ნოდარ ჯავახიშვილმა და შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილმაც.

 

დავით შავლიაშვილს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ შესაძლოა, მინისტრის პოსტის დატოვება მოუწიოს, რადგან მის თვალწინ სამინისტროში კორუფციული გარიგებების კასკადია და ვიდრე ჯავახიშვილი არ დაუსვა მოადგილედ ღარიბაშვილმა „კორუფციასთან ბრძოლის დარგში“, მანამდე კორუფციის ერთი ფაქტიც კი არ გამოაშკარავებულა ამ სამინისტროში“, - წერს „ალია“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !