
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანში" პირად დამოკიდებულებებზეც ისაუბრა. ის რწმენის საკითხსაც შეეხო.
"... მე ბავშვობიდან გავიზარდე ასე. მე მწამს ღმერთის, მაგრამ არ მწამს ძალიან ბევრი ფარისევლის, ვინც შეფარებულია ანაფორას და რუსეთის სახელით ქადაგებს, იმიტომ, რუსეთმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა 1811 წელს და აფხაზეთში ჩვენს ეკლესიებს რა უშვრება, ყველამ კარგად ვიცით.
როცა ამ რუსეთის სახელით ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ვიღაც კინტო ეკლესიის სახელით გვაწვება ჩვენ, და ამ დროს ზუსტად ვიცი, თვითონ არაფრის არ სჯერა, რაზეც ლაპარაკობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.