
შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელიც მოსკოვში, ბიოლოგიის გაკვეთილზე კლასში შეიჭრა, 24 მოსწავლე მძევლად აიყვანა, ერთი პოლიციელი მოკლა, ხოლო მასწავლებელი და კიდევ ერთი პოლიციელი დაჭრილია.
მოსკოვის ოტრადნოეს რაიონის 263–ე სკოლაში განგაშია: სკოლის თავზე შსს–ს ვერტმფრენები დაფრინავენ, თავად სკოლა კი ალყაშემორტყმულია.
მამაკაცს არ წამოუყენებია არანაირი მოთხოვნა, ერთერთი ვერსიით, ის ამავე სკოლის მოსწავლის მშობელია. სკოლის დარაჯმა მოასწრო დაეჭირა ხელი განგაშის ღილაკისთვის, რის შემდეგაც სკოლის ეზოში პოლიციელი გამოჩნდა, რომელსაც თავდამსხმელმა ფანჯრიდან ესროლა და მოკლა.