ბაჩო ახალაია: იმაზე ბევრად ადრე გამოვალ, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია ოცნებებში

Image

"აფხაზეთის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს თავდაცვისა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ არსად არ ეჩქარება, მაგრამ ციხიდან იმაზე ადგე გამოვა, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია.

 

მისივე თქმით, ყოველთვის იქ იყო, სადაც ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი იდგა, ახლაც იქაა და მომავალშიც სწორედ იქ დადგება, სადაც ქვეყანას დასჭირდება:

 

"როცა „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა იყო უმნიშვნელოვანესი, რატომღაც, იქ აღმოვჩნდი, როცა არმიას ახალი ენერგია და წელში გამართვა სჭირდებოდა რუსული აგრესიის საშიშროების ფონზე, მაშინ იქ ვიყავი, ახლა, როცა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს ციხის გისოსების მეშვეობით, ახლა სწორედ აქ ვმუშაობ - ციხის საკანში. ხვალ იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას გაუჭირდება და დავჭირდები. ასე რომ, მგონია, ჩემი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჯერაც წინ არის", - თქვა ბაჩო ახალაიამ.

 

"რაც შეეხება ჩემს გათავისუფლებას, ჯერ, პრინციპში, არასადაც არ მეჩქარება, მაგრამ გათავისუფლება ზუსტად ისეთი იქნება, როგორც პატიმრობა, ანუ ჩემი გათავისუფლება მოხდება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების პირობებში, რადგან ჩემს პატიმრობას არანაირი კავშირი არა აქვს სამართალთან.

 

ან საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მომისაჯეს, 7 თუ 8 წელი, ხვალ კიდევ დაამატებენ... ზეგ რომ იწურებოდეს ვადა, დღეს ახალს დაამატებენ, ასე რომ, ეს წლები არაფერს ნიშნავს, თავისთავად.

 

მაგრამ ერთი ცხადია: ბევრად უფრო ადრე აღმოვჩნდები გარეთ, ვიდრე შეიძლება ეს ხელისუფლება გეგმავდეს თავის ოცნებებში.

 

სამომავლოდ კი, რა თქმა უნდა, იმას გავაკეთებ, რასაც მუდმივად ვაკეთებდი - შევეცდები, ჩემი წვლილი შვიტანო საქართველოს წინსვლასა და წარმატებებში.".                                                                                                                                                                                                                                                            

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !