ბაჩო ახალაია: ანი ჩემი დიდი ხნის წინანდელი აღმოჩენაა: ძალიან მაგარი და საუკეთესო პიროვნება

Image

„ის ჩემი ცხოვრების არჩევანი სწორედ იმიტომაც გახდა, რომ ასეთია: ძალიან მაგარი და საუკეთესო პიროვნება“, - ასე პასუხობს „აფხაზეთის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბაჩო ახალაია შეკითხვას, აღმოჩნდა თუ არა მისთვის მოულოდნელი მეუღლის შემართება და ბრძოლისუნარიანობა.

 

„ანი ჩემი დიდი ხნის წინანდელი აღმოჩენაა, ასე რომ სრულებითაც არ გამკვირვებია მისი დღევანდელი მოქმედება და ქცევა, მისი ადეკვატურობა და კომპეტენტურობა. ის ჩემი ცხოვრების არჩევანი სწორედ იმიტომაც გახდა, რომ ასეთია: ძალიან მაგარი და საუკეთესო პიროვნება“, - ამბობს ბაჩო ახალაია „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში, ხოლო შეკითხვაზე, რა აკლია და რის დეფიციტს განიცდის ციხეში, პასუხობს:

 

საინტერესო კითხვაა... ვიღაცეები, სამწუხაროდ, უნდა გავახარო: ყველაფრის დეფიციტს განვიცდი, აბსოლუტურად ყველაფერი მაკლია, რადგან ციხე კრიმინალების ადგილია, მე კი კრიმინალი ნამდვილად არ ვარ. ყველაფრის მიუხედავად, რაღაც სამუშაო გარემო მაინც გამოვიდა ჩემს საკანში და დროს ფუჭად ნამდვილად არ ვკარგავ“.

 

მისივე თქმით, სასამართლო პროცესების პირველ ეტაპზე მშობლებს სთხოვა, სხდომებს არ დასწრებოდნენ:

 

„თავდაპირველ ეტაპზე ნამდვილად ვთხოვე მშობლებს, არ დასწრებოდნენ პროცესებს, რადგან უბრალოდ, ამ საქციელით მინდოდა, მათ მოვფრთხილებოდი, სრულებითაც არ ვთვლიდი საჭიროდ საათობით ესმინათ პროკურატურის საშინელი ზღაპრებისთვის, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ნამდვილად „ბოროტი მხატვრული კითხვის“ სეანსებად შეიძლება მოიხსენიო.

 

როგორც ტელევიზიით, ასევე პროცესებზე, პროკურორები კითხულობდნენ რაღაც გამაოგნებელ, ტრაგიკულ ისტორიებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში საქმესთან არანაირი შეხება არა აქვს. ეს ძალიან პრიმიტიული ქცევაა, რომლითაც თვლიან, რომ რაც უფრო საშიშად და სასტიკად აღწერენ მოვლენებს, საზოგადოებას მით უფრო დაშოკავენ, საქმეებში კი სულ სხვა რამეებია წარმოდგენილი.

 

მოგვიანებით ყველა სასამართლო პროცესი მე თვითონ დავუქვემდებარე ლოგიკურ კონტროლს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, გაუნათლებელ პროკურორებს და მოსამართლეებს ლოგიკური პაექრობისა და კამათის უნარი არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად, მათი ქცევებიც სასაცილო გახდა, მერე კი ნამდვილად არ ვდარდობდი, რომ ჩემი ახლობლები სხდომებს ესწრებოდნენ...“

 

ინტერვიუს სრული ვერსია აქ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !