„რესტორანში მოვარდა და „კონცერტები“ ჩამიტარა“ - რატომ დაშორდა ჯგერენაია შეყვარებულს

Image

 მომღერალი ინდირა ჯგერენაია იმ იმედგაცრუებასა და წარუმატებელ სასიყვარულო ისტორიაზე საუბრობს, რომელიც საყვარელი ადამიანის  ეჭვიანი ბუნების გამო აღმოცენდა.

 

„გული მწყდება იმაზე, რომ სამი წლის განმავლობაში ვერ გავიცანი ადამიანი და სულ სხვა ვინმე შემრჩა ხელში.

 

პირველი წელი იდეალური იყო, მეორე წელიც კარგი იყო. ბოლო სამი თვე კი მეგონა, სულ სხვა ადამიანთან ვცხოვრობდი.

 

დღეს ძალიან ვნანობ, რომ იმ ადამიანის გულისთვის ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წავედი. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემები ჩემი მასთან ერთად ცხოვრების წინააღმდეგნი იყვნენ. მიხარია ის, რომ ქორწინებაში არ ვყოფილვართ. მე რომ შვილი მყოლოდა, მისი ხათრით ამ რაღაცების დათმობა მომიწევდა. მარტოხელა დედობაზე გაფიქრებაც არ მინდა.

 

ჩვენი ურთიერთობა "ნიჭიერის" პერიოდში დაიძაბა. საუბრებს ჩხუბით ვასრულებდით. ჩვენს სახლში ლეწვა-მსხვრევის ხმა ისმოდა. ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

 

ეს გაუგებრობა დროის უქონლობის გამო გაჩნდა. დეპრესიაში მყოფი სახლში ვიჯექი და გვერდით მყავდა. რომ გამოვკეთდი და პროექტში ვმონაწილეობდი, პრობლემები შეგვექმნა. ისეთი ეჭვიანი გახდა, რომ მის გვერდით ცხოვრება გაუსაძლისი იყო. იყო უაზრო ეჭვიანობის ფრაზები - რატომ გეჯდა გვერდით? ასე ახლოს რატომ დაგიჯდა? რატომ ესაუბრე?

 

ასეთი ელემენტარული რამიდან იმხელა ჩხუბამდე მივდიოდით, წყობიდან გამოვყავდი. ღამით მაღვიძებდა და იგივე კითხვებს მისვამდა, რასაც დღისით, ეგონა ძილში „სიმართლეს“ დამაცდენინებდა. „ფეისბუქზე“ კითხულობდა კომენტარებს, პასუხებს ჩემს ნაცვლად თვითონ წერდა.

 

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით „ნიჭიერში“ 10 ათასი ევრო რომ მოვიგე, „ფეისბუქზე“ ჭორაობა ატყდა - რატომ მისცა ამდენი ფული, საყვარლები ხომ არ არიანო? გაღიზიანდა ამ კომენტარებზე. ამ დროს თვითონ იცოდა, ნიკასთან როგორი მორიდებული ურთიერთობაც მაქვს, მაგრამ ეჭვებში ვარდებოდა. მარტივად იცხოვრე-მეთქი ვურჩევდი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, გულში იხვევდა ბევრ რამეს.

 

ხალხი რომ დიდ ყურადღებას მაქცევდა, გიჟდებოდა. რესტორანში ვიყავი მეგობრებთან ერთად, იქ მოვარდა და „კონცერტები“ ჩამიტარა. უკვე გაუსაძლისი გახდა მის გვერდით ყოფნა. ბევრი სიკეთე გამიკეთა, მძიმე დროს გვერდით მედგა. მასზე დამოკიდებული ვიყავი. მივენდე, მაგრამ ავადმყოფური ეჭვიანობით არც მე, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები არ დაგვზოგა.

 

ეს ავადმყოფობაა, სიყვარული არ არის. ზოგი კაცის ბუნებაში ეს დევს და ადრე თუ გვიან ამჟღავნებს. თუ პირველი გამოვლინება აპატიე, მერე სულ გამოამჟღავნებს და ჯოჯოხეთში გაცხოვრებს. ამიტომ, ერთხელაც კარი გავუღე და გადი, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი, ვუთხარი. არის რაღაც, რასაც ვერ ვპატიობ. მას ვერ წარმოედგინა თუ მე ამ გადაწყვტეილებას მივიღებდი.

 

ბოდიშები მიხადა, პატიება ითხოვა, მაგრამ ეს უკვე გვიანია. ერთხელ რომ გატკენს, ის მეორედაც გატკენს და ასე გააგრძელებს. ამიტომ იქვე უნდა გაწყვიტო ურთიერთობა. ძნელია, მის გარეშე ცხოვრება მიჭირს, მაგრამ იმედია, ამ ყველაფერს დავძლევ,“ - აცხადებს ინდირა ჯგერენაია.

 

„პრაიმ-ტაიმი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !