
აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის თქმით, „რესპუბლიკელები“ ერთად რომ შეიკრიბებიან, ივანიშვილს დასცინიან.
„თუ ბიძინა ივანიშვილი რამეში შეცდა, ეს სწორედ ალასანიასა და რესპუბლიკელებს უკავშირდება!
ხომ გახსოვთ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში მოვდივარო, ლევან ბერძენიშვილმა მასშინვე დააყარა ქოქოლა, ამ „ფულის ტომარას“ რაღა უნდაო?!
ისიც კარგად ვიცი, რომ „რესპუბლიკელების“ ლიდერები, როგორც კი ერთად შეიკრიბებიან, ბიძინა ივანიშვილს დასცინიან!
ესენი მორიელები არიან, რომლებიც მათ გადამრჩენელ კუსაც კი დაგესლავენ, რადგან სისხლში აქვთ უმადურობა!
აი, ამ მორიელებისგან უნდა გაიწმინდოს ხელისუფლება!“- განაცხადა ჯაველიძემ.
„ასავალ-დასავალი“