
იურისტ ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა.
„თავის დროზე უნდა ეფიქრა, როცა მისი კანდიდატურა წამოაყენა თბილისის მერის პოსტზე.
როგორც მეუბნებიან, მერიაში ისეთი ქაოსია, ისეთი უმართავი სიტუაციაა, სულ მალე კვლავ იფეთქებს რამდენიმე სკანდალური ფაქტი.
ნარმანია საქმეს თავს ვერ მოაბამს, რადგან თვითონ შექმნა ეს ქაოსი.
მას ურჩევნია, გადადგეს, თორემ შესაძლოა, ნარმანიაც დაიჭირონ.
არ გამოვრიცხავ ნარმანიას დაკავებას, მაგრამ, აქვე გეტყვით, შესაძლოა მას მოსთხოვონ გადადგეს და მერის რიგგგარეშე არჩევნები ჩატარდეს", - აცხადებს გელბახიანი.
„ალია“