-
2014-02-03 11:15
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს საერთაშორისო ვიზიტების წინ მომზადება სჭირდება და ამ საქმეში დახმარებას სთავაზობს.
„გადადეთ გვერდზე პატივმოყვარეობა და დამთანხმდით“, – წერს ჩერგოლეიშვილი:
„გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგი სამი წელი (თუ რამდენიცაა 2016 წლის არჩევნებამდე), სასურველია ხელისუფლება არ შეიცვალოს და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ტრადიცია შენარჩუნდეს, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილს ვთავაზობთ შემდეგს:
შევკრებ საერთაშორისო პოლიტიკის და ურთიერთობების მცოდნე 10 ადამიანს (ვისაც მე შევარჩევ - დამიჯერეთ, უკეთესს ვერავინ შეგირჩევთ) და მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტამდე, პრემიერს დაბრიფავენ, ანუ მოამზადებენ.
გვინდა, არ გვინდა, ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს და საჭიროა მომზადებული იყოს, რომ პირი არ დააღოს და არ გვაზარალოს. გადადეთ გვერდზე პატივმოყვარეობა და დამთანხმდით,"- წერს ჩერგოლეიშვილი.