„ივანიშვილმა ღარიბაშვილი-თამაზაშვილების კლანის წინააღმდეგ ნადირობას მწვანე შუქი აუნთო“

Image

„ნაციონალური მოძრაობა” „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ანგარიშებიდან 2,5 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაქრობაზე ლაპარაკობს.

 

მათი თქმით, საკითხზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი-თამაზაშვილების კლანის წინააღმდეგ ნადირობას მწვანე შუქი აუნთო.

 

პარტიის განცხადება ჟურნალისტებს დღეს ირმა ნადირაშვილმა გააცნო.

 

მისი თქმით, რეგიონული სამინისტროს სსიპ-ში არსებულ კორუფციულ პროცესებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ორი წლის წინაც ლაპარაკობდა, როდესაც მინისტრი დავით ნარმანია იყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ღონისძიებები არ გაატარა.

 

მათივე თქმით, კომპანიის ყოფილი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი სწორედ ამ კორუფციული ბრალდებების გამო არის დაკავებული.

 

„თამარ ფხოველიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან უკვალოდ არის გამქრალი 2,5 მილიონი ლარი და სამართალდამცველები ეძებენ ამ ფულს. მინდა გამოვთქვა ჩემი ვარაუდი, რომ ამ ფულმა, დიდი ალბათობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თამაზაშვილების და ღარიბაშვილების ოჯახის ჯიბეში გადაინაცვლა და ამის საფუძველიც მაქვს.

 

თამარის გარდა, დაკითხვებზე ყოველდღე დაჰყავთ ჯაბა შავგულაშვილი, რომელიც ამ კომპანიაში არის შესყიდვების სამსახურის უფროსი და ნათელმირონობა აკავშირებს ღარიბაშვილის ოჯახთან,” - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

ამ განცხადებას დღეს უკვე გამოეხმაურა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი. დავით შავლიაშვილი კომპანიის თანამშრომლის დაკავების ფაქტს უარყოფს, თუმცა  გამოძიების ფაქტს ადასტურებს.

 

http://rustavi2.com/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !