ოთარ ბექაური - ბიძინა ივანიშვილს: ამ ასაკშიც კი გაქვთ სათამაშო და ის სახელმწიფოა

Image

ოთარ ბექაური სოციალური ქსელის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. “მიმართვა ქვეყნის დე ფაქტო პრემიერ ივანიშვილს":

 

 ბატონო ბიძინა!

 

22:00 საათს, დიდი ხანია გადასცდა ისრები და ალბათ თქვენ უკვე ღრმა და მშვიდი ძილით გძინავთ. არა უშავს, ამ მიმართვას, ან თქვენი ორფეხა რეზიკო, იგივე “მადლობა ბატონო ბიძინა“ ჩვენი ქვეყნის პრემიერი წაგიკითხავთ, ან თქვენი ორფეხა ზებრა ვახო გომელაური, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელია.

 

ან რა გადარდებთ? რა დაგირღვევთ მშვიდ ძილს? თქვენი ნაშოვნი მილიარდების წყალობით, რომელიც კაცმა არ იცის, საიდან და როგორ იშოვეთ, არც გცივათ, არც გშიათ, არც რაიმე სხვა საზრუნავი გაქვთ. ამ ასაკშიც კი, გაქვთ სათამაშო, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები – სახელმწიფოა, თქვენივე სამშობლო, რომლითაც თქვენ, მოწყენილობის ჟამს ერთობით ხოლმე.

 

სხვა რა შემიძლია დავარქვა თქვენს საქმიანობას, თუ არა ჩემი სამშობლოთი თამაში? თქვენ მოხვედით კონცერტებით, სადაც ბერას გაარეპინეთ და ახალგაზრდობის მდარე გემოვნების წყალობით მათი ხმებიც მოიპოვეთ და ასევე ცრუ დაპირებებით, უფასო ფულით დააბოლეთ გამათხოვრებული და საშოვარს გადაგებული უფროსი თაობა.

 

შემდეგ, როცა ასე თამაში მოგბეზრდათ, ფორმალურად წახვედით და დატოვეთ რეზიკო. შესანიშნავია რეზიკოს პერსონაჟი “ქერის უბანში” რომელიც განასახიერებს თქვენს შნირს. რეზიკო და ზებრა შესანიშნავად ართმევენ თავს თქვენს კაპრიზებს. იგივე გომელაური და ღარიბაშვილი. ახლა კინო მოგინდათ, რომელ როლს მოარგებთ ბატონ თამაზ თამაზაშვილს?! აი ეს კითხვა დამრჩა.

 

ჟირაფი არ გყავთ ბატონო ბიძინა?! შეიძინეთ ჟირაფიც თორემ დაგვრჩა საწყალი, სოფელ კოკის გასვეცკებული სიამაყე დათო ნარმანია უმუშევარი.  გამახსენდა რომის ერთერთი იმპერატორი, ცხენი რომ კონსულად დანიშნა…

 

მშვიდად იძინე, ბატონო ოლიგარქო, ემანდ ქვეყნისა და ხალხის გაჭირვებაზე დარდმა არ დაგიფრთხოს ძილი…”, - წერს ოთარ ბექაური. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !